Saturday, December 3, 2011

როგორ დავდგათ თოჯინების თეატრი


1.პროექტის სახელწოდება: როგორ დავდგათ თოჯინების თეატრი?
2.პროექტის იდეა:სცენის დახმარებით მოსწავლეები მივიდნენ  დასკვნამდე:“ბოროტსა სძლია კეთილმან“
3.პროექტის აქტუალობა:პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეებში თანამშრომლობის, კომუნიკაციური უნარ–ჩვევების განვითარებას. მოსწავლეები უნდა მიხვდნენ,რომ ცხოვრებაში აუცილებელია ურთიერთდახმარება და სიკეთის ქმნა.რომ უნდა შეგვეძლოს მიტევებაც.
4.პროექტის მიზნები: სპექტაკლის დადგმა, თეატრის, სცენის დახმარებით ცხოვრებისეული ჭეშმარიტების დანახვა.
5.მონაწილეთა ასაკი: 6,7,8.
6.ვადები: 1 თვე
7.მოსალოდნელი შედეგი: თიატრალური წარმოდგენა
8.ძირითადი რესურსები:სცენარი ზღაპრის მიხედვით, თოჯინები, დეკორაციები, პოეტთა ლექსები, მაგნიტოფონი, პიანინო, ფოტოაპარატი, კომპიუტერი.
9. პროექტის მსვლელობა:  1. ერთ მშვენიერ დღეს მოსწავლეებს წავუკითხე                                                   
                                                   ვლ. ასლამაზიშვილის ზღაპარი ,,ალალმეო,
                                                  დალალმეო“ და შევთავაზე მათ, დაგვედგა   
                                                   ზღაპრის მიხედვით თოჯინების თეატრი. 
                                                   გავმართეთ დისკუსია თემაზე:  როგორ დავდგათ
                                                  თოჯინების თეატრი?
                                               2. განვიხილოთ ზღაპარი. გამოვიტანეთ დედააზრი.
                                               3. დავიწყეთ სცენარზე მუშაობა. გავითვალისწინეთ, რომ
                                                   კლასში გვყავს 13 მოსწავლე, ყველას სურს როლი,
                                                 ზღაპარში კი ცოტა გმირებია. დავიწყეთ ფიქრი და
                                                  დავამატეთ ახალი გმირები (მოსწავლეებმა ჩემი
                                                  დახმარებით მოიძიეს ინფორმაცია ახალი გმირების 
                                                   შესახებ, მოიტანეს ლექსები, ზღაპრები.  მოვუგონეთ
                                                  გმირებს საჭირო ლექსები, სიტყვები).  დავხვეწეთ
                                                  სცენარი.
                                                4. როლების შერჩევა–განაწილება.
                                               5. რეპეტიციები, როლების დამუშავება.
                                              6. მუსიკალური გაფორმებისათვის მოვიწვიეთ ჩვენი
                                                  კლასის მეგობარი, სკოლის კურსდამთავრებული
                                                  ნ. ჩომახაშვილი.
                                              7. თოჯინების დამზადება–შეძენა. (მშობლების
                                                   დახმარებით).
                                             8. სცენის მოწყობა. გენერალური რეპეტიცია.
                                            9. სპექტაკლის დღე. (მოვიწვიეთ სტუმრები, მათ შორის
                                                  საბავშვო ბაღის აღმზრდელები და აღსაზრდელები).
                                            10. ციფრული ფოტოაპარატით გადაღება და ჩვენება
                                                   კომპიუტერით მთელი სკოლისათვის.
                                             11.  შთაბეჭდილებები, შენიშვნები სპექტაკლის შესახებ.
                                             12. იდეა:  ვნახოთ ნამდვილი თოჯინების თეატრი.
                                               13. პროექტის მსვლელობის შესახებ პრეზენტაციის
                                                    მომზადება და წარდგენა კათედრისათვის.
10. საგნებთან კავშირი:  ქართული ენა, ბუნება, ხელოვნება, მუსიკა, ისტ.
11. პროექტის ხელმძღვანელი:  ხათუნა ბაწელაშვილი.
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: x.bawelashvili@gmail.com