Saturday, October 1, 2016

მე-9 დღე

           დღეს  ტრენინგის  ბოლო  დღეა.  დასრულდა  ცხრადღიანი  შრომა.  რა  შევიძინე?
    ჩემი  აზრით  ბევრი  საინტერსო  და  ახალი  ინფორმაცია  მივიღე,  რომელიც  ალბათ  გამომადგება  როგორც  ჩემს  მოსწავლეებთან  სამუშაოდ,  ისე თვითგანვითარებისათვის.
ახალი  თვალით  შევხედე  საგანმანათლებლო  პროექტს.  ბევრ  კითხვაზე  მივიღე  პასუხი,  თუმცა  გამიჩნდა  სხვა  ახალი  შეკითხვებიც,  რომლებზე  პასუხსაც  ალბათ  უკვე  პროექტზე პრაქტიკული   მუშაობისას  მივიღებ.
          დღეს  ჩვეულებრივი  სამუშაო  დღე  გვქონდა.გავიარეთ  მე-8  მოდული:  პროექტის  პორტფოლიოს  ჩვენება.შევივსეთ  ცოდნა  ახალი  ინფორმაციით.გავეცანით აქტივობებს  მოსწავლეთა  დაწყვილებისათვის,  უკუკავშირის  საჩვენებელი  ფორმაც  ვნახეთ.  მოვახდინეთ  პორტფოლიოს  გადახედვა  და  ატვირთვა,  გავეცანით  პორტფოლიოების  დემონსტრირების  სახეებს.  ვფიქრობ  საინტერესო  და  შინაარსიანი   ტრენინგი  იყო.                  მადლობას  ვუხდი  ტრენერს  დიმიტრი  პოპოვს. 

ჩემი პროექტის პორტფოლიო

Wednesday, September 7, 2016

               დღეს  ჩვენ  განვიხილეთ  "  ჩემი  პროექტის  დაგეგმვა"  (სტანდარტების  გათვალისწინება,  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  საკითხების  ფორმირება,  განახლებული  ბლუმის  ტაქსონომია).  ძალზე  საინტერესო  იყო  მუშაობა    სტანდარტებისა  და  მიზნების  რუკაზე.  ესგ-დან  ამოვიღე  ჩემი  პროექტისათვის  საჭირო  სავარაუდო  სტანდარტებიც.  განვიხილეთ  განახლებული  ბლუმის  ტაქსონომია.  ვიმსჯელეთ  მასზე,  შემდეგ  კი  შევასრულეთ  აქტივობა:  მოვიფიქრეთ  სავარაუდო  აქტივობები ჩვენი  პროექტისათვის.  ჩემი  აზრით  ძალზე  მნიშვნელოვანი  იყო  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვების  ირგვლივ  მუშაობა.  მოვისმინეთ  ამ  საკითხზე  მინი-ლექცია   და  ვნახეთ  პრეზენტაციაც.   ვფიქრობ  გავერკვიე  ზოგადი , თემატური  და  შინაარსობრივი  კითხვების  არსში.  შევასრულეთ  შესაბამისი  დავალება  ჯგუფებშიც,  რაც  ვფიქრობ,  დამეხმარება  ჩემი  პროექტის  შექმნაში.   მიმაჩნია,  რომ  დღეს  მივიღე  საჭირო  და  აუცილებელი  ინფორმაცია.  გავეცანი  ტრენერის  მიერ  გაკეთებულ  წინა  ტრენინგის  კომენტარსაც.  მოხარული  ვარ  ასეთი  დამოკიდებულების. შეკითხვები  კვლავაც  დამიგროვდა.  ვფიქრობ,  რომ  ეს  ტრენინგი  ნაყოფიერი  იყო  ჩემთვის.  მადლობა  დიმიტრი  საინტერესო  ტრენინგისთვის.