Wednesday, July 4, 2012

1. პროექტის  სახელწოდება:         "როგორ ვისწავლოთ კარგი  კითხვა ? "

2. პროექტის მთავარი იდეა:           დახვეწონ კითხვის ტექნიკა.

3. პროექტის აქტუალობა:                მოსწავლეებმა შეიყვარონ კითხვა და გაიუმჯობესონ კითხვის ხარისხი.

4. პროექტის მიზნები:                      ისწავლონ კარგი კითხვა.
                                         
                                                              შეიყვარონ  წიგნი,  ბიბლიოთეკა.

5. მოსწავლეთა ასაკი.                       7-8 წელი.

6. ვადები:                                            2  თვე.

7. მოსალოდნელი შედეგი:               კონკურსის შედეგების შეფასება, გამარჯვებული მოსწავლის გამოვლენა.

8. ძირითადი რესურსები:                წიგნები სკოლის და საოჯახო ბიბლიოთეკიდან.

9.  პროექტის მსვლელობა:               1.ერთ მშვენიერ დღეს მოსწავლეების  ყურადღება გავამახვილე მათი თანაკლასელის გიორგი ჯაშიაშვილის საქციელზე, რომელსაც ყოველდღე გამოჰქონდა ბიბლიოთეკიდან წიგნებიდა    შესაბამისად კითხვის ტექნიკაც საგრძნობლად გაიუმჯობესა. შევთავაზე მოსწავლეებს მიებაძათ გიორგისთვის და გამოვაცხადე კონკურსი " - ვინ წაიკითხავს ბევრ მოთხრობას ? " მოსწავლეებს ინიციატივა მოეწონათ ,  მეორე დღიდანვე შეუდგნენ  წაკითხული ნაწარმოებების სიის შედგენას თაბახის ფურცლებზე .

2. კლასის საათზე ვამოწმებდი წაკითხული ნაწარმოებების რაოდენობას და იმას  ნამდვილად კითხულობდნენ თუ არა. ( ვუსვამდი კითხვებს,  ვაყოლებდი ... )

3. 15  ივნისს კლასის საათზე გამოვაცხადე  გამარჯვებულები :  სალომე  მოსულიშვილი,
                                                                                                                  მარიამ  ხარაზიშვილი,
                                                                                                                  გიორგი ჯაშიაშვილი,
                                                                                                                  ლიზი კვეზერელი.
მათ გამოვუცხადეთ მადლობა, დავაჯილდოვეთ ტაშით, სიყვარულით და ნუგბარით.

4. მოსწავლეებს შევთავაზე  კონკურსის გაგრძელება ზაფხულის არდადეგებზე.

10. საგნებთან კავშირი;  ყველა საგანთან.

11. პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა ბაწელაშვილი.

12. ხელმძღვანელის ელფოსტა: xatuna.bawelashvili@gmail.com

13.პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი: http:// xatunabawelashvili.biogspot.com.

                                                                                                                 

No comments:

Post a Comment