Tuesday, March 19, 2013

დაკვირვება ლობიოსა და ქერის ნათესზე

  დაკვირვება ქერსა და ლობიოს ნათესებზე
1. პროექტის დასახელება: რა სჭირდება მენარეს (ლობიოს, ქერს) სიცოცხლისათვის
2.პროექტის აქტუალობა: მცენარის სასიცოცხლო პროცეზე დაკვირვების შედეგად
მოსწავლეები ღებულობენ ცოდნას მცენარის სიცოცხ-
ლისათვის აუცილებელი პირობების შესახებ. უნვითარ
დებათ კვლევის, დაკვირვების უნარი.
3.მიზანი: გავარკვიოთ რა სჭირდება მენარეს ზრდისა და განვითა-
რებისათვის. განუვითაროთ მოსწავლეებს კვლევის
კვლევის, დაკვირვების უნარი.

4.მონაწილეთა 8-9წელი

5. ვადები/ხანგრძლივობა 5.10-15.11

6.ამოცანები: 1. გაკვეთილი თემაზე - როგორ იზრდება მცენარე?
2. ცდის ჩატარება კლასში
3. ცდის ჩატარება სახლში
4. მონიტორინგის ჯგუფის შექმნა
5. შედეგების პრეზენტაცია

7.განხორციელების გზები: 1. გაკვეთილის ჩატარება და საჭირო ინფორმაციის
მიწოდება მოსწავლეებისათვის მცენარის ზრდა-გან-
ვითარებისათვის აუცილებელი პირობების შესახებ.
2. ცდების ჩატარების ორგანიზება(კლასში და სახლში)
3. მონიტორინგის ჯგუფის არჩევა და მათთვის ფუნ-
ქციების განსაზღვრა.
4. პრეზენტაციის ორგანიზება და საბოლოო დასკვნე-
ბის გაკეთება.
8. მოსალოდნელი შედეგი ანგარიში, დასკვნები დაკვირვების შესახებ

9. პროექტის შეფასაბა და მონიტორინგის ჯგუფის შეფასება
თვითშეფასება

10.ბიუჯეტი განხორციელდა საკუთარი სახსრებით

11.რესურსები ლობიოს და ქერის მარცვლები, ბამბა, ლანგრები,
წყალი და საკანცელარიო ნივთები

12. საგნებთან კავშირი ბუნება და ქართული
13. პროექტის მიმდინარეობა: 1. ბუნებისმცოდნეობაში ჩავატარეთ გაკვეთილი
რომელზეც მოსწავლეებმა მიიღეს ცოდნა
მცენარის სასიცოცხლო საჭიროების შესახებ.
კერძოდ, მათ გაიგეს, რომ მცენარის ზრდა
მიწაში მოხვედრილი თესლის აღმოცენებით
იწყება. ამისათვის მას სჭირდება სითბო, ჰაერი
და წყალი. თესლიდან პატარა ფესვი, ღერო და
ფოთოლი იზრდება, ის თანდათან ზრდასულ
მცენარედ გადაიქცევა.
2. ზემოთქმულში დასარწმუნებლად მოსწავლეებს
შევთავაზე გვეწარმოებინა კვლევა-დაკვირვება
ლობიოსა და ქერზე. შევადგინეთ პროექტის
სქემა და დავიწყეთ მისი განხორციელება.
ჩავატარეთ ცდა. თეფშზე გავფინეთ ბამბა და
დავალაგეთ ლობიოსა და ქერის მარცვლები.
დავასხით წყალი და დავდგით ფანჯარაზე
თბილ ადგილას. ასევე მეორე თეფშზე დავალა-
გეთ ლობიოსა და ქერის მარცვლები და დავ-
დგით პირველი თეფშის გვერდით.
3. ავირჩიეთ მონიტორინგის ჯგუფი ამჯერად
მთელი კლასი რომელსაც დაევალა მარცვლებზე
ყოველდღიური დაკვირვება და წყლის დამატება
საჭიროების შემთხვევაში.
4.მოსწავლეები აკვირდებოდნენ მარცვლებს.
შევადგინეთ ცხრილი სადაც შეგვქონდა ლობიოსა
და ქერის ზრდის მონაცემები. პარალელურად
მოსწავლეებმა იგივე ცდა გაიმეორეს სახლშიც და
დაკვირვებას აწარმოებდნენ ,,თავიანთ აღმონაცენზე“.
5. დაკვირვება გაგრძელდა თვეზე მეტ ხანს. ბავშვებმა
საკუთარი თვალით იხილეს გაჯირჯვლებული და
ღივგამოტანილი მარცვლები. მალე ნახეს რომ
გაიზარდა ლობიოც და ქერიც და მარცვლების
ჩენჩოები ,,ქუდად“დაიხურეს ე.ი. საკვები სულ
გამოილია მარცვლებში. წყლის სხმას განვაგრძობ-
დით. აღმონაცენები ზრდას აგრძელებდნენ,
მაგრამ მალე შევამცნიეთ, რომ გაყვითლნენ და
ზრდაც შეაჩერეს როცა წყლის დასხმა შევწყვიტეთ
აღმონაცენები გახმა. რაც შეეხება მეორე თეფშს იქ
ცარავითარი ცვლილება არ მოხდა. მცენარე არ
აღმოცენდა.
6. ლიზი კვეზერელმა და სალომე მოსულიშვილიმა
სკოლაში მოიტანეს თავიაანთი აღმონაცენი
ჯეჯილი და გვესაუბრნენ მის შესახებ.
ს.მოსულიშვილიმა წარმოაგინა დაკვირბების
ცხრილი ხორბლისა და წიწმატის ნათესებზე
წარმოებული დაკვირვების შესახებ.
7. ბოლოს გამოვიტანეთ დასკვნა რომ მცენარეს
ზრდა-განვითარების სჭირდება სათანადო
პირობები: წყალი, ჰაერი, საკვები, სითბო.
8. მონიტორინგის ჯგუფმა წარმოადგინა ზეპირი
შეფასებები პროექტის მიმდინარეობის შესახებ.
მათ აღნიშნეს , რომ სახალისო იყო დაკვირვების
პროცესი, საკუთარი თვალით დარწმუნდნენ
მიღებული ცოდნის სინამდვილეში. ისწავლეს
დაკვირვების ცხრილის წარმოება. გრძნობდნენ
პასუხისმგებლობას.გაუჩნდათ სურვილი მაგავს
პროექტებზე მუშაობისა. შეაფასეს საკუთარი
თავი, შეცდომები, აღნიშნეს თავიანთი სიზარ-
მაცის შესახებაც. ძოგს ეზარებოდა დაკვირვების
შედეგების დაფიქსირება, რასაც მომავალში
გაითვალისწინებენ.
14. პროექტის ხელმძღვანელი ხ. ბაწელაშვილი
15. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა xatuna.bawelashvili@gmail.com
16. ვებ-გვერდი: www.xatunabawelashvili.blogspot.com












No comments:

Post a Comment