Thursday, March 28, 2013

რას მოგვითხრობს ბერძნული მითები?

1. პროექტის დასახელება: რას მოგვითხრობს ბერძნული მითები?
2. პროექტის აქტუალობა: 1. მოსწავლეებს მწირი ცოდნა აქვთ მითების
შესახებ. გვინდა მეტი ცოდნა მივიღოთ.
2. მოსწავლეებს განუვითარდებათ პრეზენტაციის
პასუხისმგებლობის, კომუნიკაციის, ორგანი-
ზაციის უნარები, ცოდნის ტრანსფერი. ისწავლი-
ან ცოდნის წარდგინების დაგეგმვას.
3.ივარჯიშებენ კითხვაში, მონაცემთა ამოკრეფაში,
შეგროვებაში,დაჯგუფებაში.
3. მიზანი: მოსწავლეებიგაიღრმავებენ ცოდნას. ისწავლიან
პრეზენტაციას, შეძლებენ მონაცემების ამოკ-
რეფას შეგროვებას,დაჯგუფებას.
4.მონაწილეთა ასაკი: 8-9 წელი
5.ვადები: იანვარი-თებერვალი(21იანვარიდან...) მარტი
6.ამოცანები: 1. მითების დასწავლასაპრეზენტაციოდ
მომზადება პრეზენტაცია
2.ნახატების გამოფენის მოწყობა
3.ნაძერწების გამოფენის მოწყობა
4. მხატვართა ჯგუფის შექმნა
5.ძირითადი, მნიშვნელოვანი ფაქტების ჩამწერ-
თა ჯგუფის შექმნა
6. მონაცემების ამოკრეფა, შეგროვება და
ჯგუფებში მუშაობა. ამ მიზნით მათემატიკის
გაკბეთილზე დამატებით მასალის შეტანა
(მითებიდან).
7.მოგროვილი ინფორმაციის საფუძველზე
ცხრილის შედგენა.
7.განხორციელების გზები: 1. გაკვეთილების შემდეგ მითზე მოსწავლის
ორგანიზება. დახმარება მასწავლებლის მიერ.
(ე.ი. მასწავლებელი და მოსწავლე ერთად
მუშაობენ მომდევნო დღისთვის. ხდება მითის
წაკითხვა,გაანალიზება და თხრობა).
2.მხატვართა ჯგუფის შექმნა ს. მოსულიშვილი, მ.
ხარაზიშვილი, ა.რაქვიაშვილი,გ. ბერიძე, გ. ხან-
დამიშვილი, გ.დულარიძე მათ მიერ
პრეზენტაციის დროს მოსმენის პროცესში
ჩანახატების გაკეთება რისი დამუშავებაც
ხდებოდა სახლში, მეორე დღეს
მოიტანდვენ გამოფენისთვის.
3. ძირითადი ფაქტების ჩანაწერები (ნ.ღოაკუ-
დაშვილი და ლ. კვეზერელი) ავსებენ ცხრილს
ღმერთები ქალღმერთები და სხვები

4. მოსმენილის შემდეგ ხდება მითების გათამაშება.
5.მიმდინარეობს მოკლე სასუბრები, ანალიზი,
გამოაქვთ დასკვნები. ხდება განმეორებითი
მოყოლა.
6.მსჯელობის მანძილზე იქმნება მონიტორინგის
ჯგუფი: ლ. ნაცვლიშვილი (სასწავლო ნაწილი)
ნ. არსენაშვილი (მასწავლებელი)
ხ.ბაწელაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი)
პერიოდულად ესწრება პრეზენტაციებს,
აკვირდება მოსწავლეებს, გვაძლევს რჩევებს.
7. მუშაობა ონფორმაციის ამოკრეფის, შეგროვების,
დაჯგუფების მიზნით.(მათემატიკის გაკვეთილზე)
8. მოსალოდნელი შედეგი: 1.ეცოდინებათ წარმოდგენილი მითები
2. მოეწყობა გამოფენები(ნაძერწები,ნახატები)
3. განუვითარდებათ პრეზენტაციის უნარი
შეძლებენ მონაცემების ამოკრეფას შეგროვებას,
დაჯგუფებას და მის საფუძველზე ცხრილის
შედგენა-პრეზენტაციას.

9. პროექტის შეფასაბა და 1. მონიტორინგის ჯგუფი:
თვითშეფასება ლ. ნაცვლიშვილი (სასწავლო ნაწილი)
ნ. არსენაშვილი (მასწავლებელი)
ხ.ბაწელაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი)
ესწრება პრეზენტაციებს, აკვირდება მოსწავლეებს
2.ბოლო შეხვედრაზე ხდება ჯგუფური მუშაობა
კროსვორდებზე.
10.რესურსები: წიგნი „ჩემი პირველი მითების წიგნი“
ბ.სულაკაურის გამომცემლობა.
დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, სახატავი
ფურცლები
11. . საგნებთან კავშირი: ქართული ენა ; ხელოვნება, მათემატიკა
12.პროექტის მიმდინარეობა: 21 იანვარს გ. ხანდამიშვილმა მოგვიტანა წიგნი

„რას მოგვითხრობს მითები“ ( ბ.სულაკაურის გამომცემლობა) გვითხრა , რომ არდადეგებზე დედამ უყიდა ეს წიგნი ძალიან საინთერესოა და ურჩია თანაკლასელებს წაეკითხათ. მოსწაბლეები დაინტერესდნენ ამ შემოთავაზებით. მე ვურჩიე მოსწავლეებს ამ წიგნში მოცემული მითები ინდივიდუალურად დაემუშავებინათ ყველამ მოვახდინოთ მისი პრეზენტაცია მოსწავლეებმა შემოთავაზება მიიღეს.
დავგეგმეთ აქტივობები, ამოცანები, რომლებიც ჩვენ დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში (კერძოდ ვინ რას გააკეთებდა , გავინაწილეთ საქმიანობა) და შევუდექით საქმეს.
გაკვეთილების შემდეგ თთოეული მოსწავლე ამუშავებდა თითო მითს, ემზადებოდა მომდევნო დღის პრეზენტაციისათვის. პრეზენტაციისას მხატვართა ჯგუფი აკეთებდა ჩანახათებს, რომლებსაც შინ ამუშავებდნენ და მეორე დღეს მოჰქონდათ გამოფენისთვის. პალარელურად ვაკეთებდით ნაძერწების გამოფენას პრეზენტაციის შემდეგ ხდებოდა მითების ანალიზი დასკვნების გამოტანა ხშირად ხდებოდა გათამაშებაც.
ძირითადი ამბების ჩამწერები ავსებდნენ ცხრილს
ღმერთები ქალღმერთები და სხვები
პროექტის ბოლოს შევაჯამეთ ჩვენი ცოდნა შევადგინეთ ცხრილი
ღმერთები ქალღმერთები გმირები და სხვები

ჩვენს მიერ მოგროვილი ინფორმაციის საფუძველზე ვიმუშავეთ კროსვორდებზე. მოსწავლეებმა შეაფასეს პროექტის მიმდინარეობა გამოთქვეს შეხედულებები პროექტის შესახებ გაუჩნდათ სურვილი დამოუკიდებლად გაიღრმაონ ცოდნა მითების შესახებ. მონიტორინგის ჯგუფმა გაგვაცნო თავისი შეხედულება პროექტის შესახებ. ,, მოსწავლეებს ამ პროექტმა ბევრი რამ შესძინა მათ დაისწავლეს მითები, შეძლეს მონაცემების ამოკრეფა,შეგროვება , დაჯგუფება. ისწავლეს პრეზენტაციაზე, გეგმაზე მუშაობა განუვითარდათ კომუნიკაციის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა...“ პროექტის მიმდინარეობისას ვაწარმოებდით დღიურს.
13. პროექტის ხელმძღვანელი ხ. ბაწელაშვილი
14. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა xatuna.bawelashvili@gmail.com
15. ვებ-გვერდი: www.xatunabawelashvili.blogspot.com




No comments:

Post a Comment