Thursday, March 28, 2013

პინგვინეთი

პროექტის დასახელება: „პინგვინეთი“- ანუ სად და როგორ ცხოვრობენ პინგვინები?
პროექტის აქტუალობა: 1. ცოტა რამ ვიცით პინგვინთა ცხოვრების წესისა შესახებ. გვინდა, მეტი ცოდნა მივიღოთ.
2.მოსწავლეებს განუვითარდებათ თანამშრომლობის, კომუნიკაციის, ორგანიზაციის კომპეტენცია, ცოდნის ტრანსფერი, პასუხისმგებლობის, თვითშეფასებისა დაპრეზენტაციის უნარები, შემოქმედებითი უნარები.
მიზანი: ცოდნის გაღრმავება და სპექტაკლის წარმოდგენა.
მონაწილეთა ასაკი: 8,9 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: ნოემბერი-იანვარი
ამოცანები: 1.ინფორმაციის მოძიება წიგნებში(როგორც სამეცნიერო, ისე მხატვრული)პინგვინების სესახებ, მოტანა სკოლაში და თანაკლასელებისათვის გაცნობა.(ასევე ინტერნეტიდან).
2.სცენარზე მუშაობა , როლების გადანაწილება და დასწავლა.
3.რეპეტიციები -სპექტაკლზე მუშაობა.
4.სპექტაკლის მონაწილეთა ჩაცმულობაზე ზრუნვა.
5.ჩაცმულობის შესახებ შეხედულებების მშობლებისათვის გაცნობა.
6.მშობლების ჩართვა პროექტში, მათი ზრუნვა მონაწილეთა ჩაზცმულობაზე და სცენის დეკორაციაზე.
განხორციელების გზები: 1.გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეთა შეკრებების ორგანიზება.
2. რეპეტიციების ორგანიზება.
3.მსობლებთან შეხვედრების ორგანიზება.
4.მონიტორინგის ჯგუფთან შეხვედრების ორგანიზება.
მოსალოდნელი შედეგები: 1.თეატრალიზებული წარმოდგენა-სპექტაკლი
2.მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ თანამშრომლობის, კომუნიკაციის, ორგანიზაციის უნარები, პასუხისმგებლობის, თვითსეფასებისა და პრეზეტაციის უნარი, ცოდნის ტრანსფერი.
შეფასება და თვითშეფასება: მონიტორინგის ჯგუფის შექმნა:1. ხ.ბაწელაშვილი( მასწ.)
2.ლ.ნაცვლიშვილი(მასწ.)
3.ნ.მოსულიშვილი (მშ.)
პროექტის ბიუჯეტი:
სამუშაოს დასახელება გადახდილ იქნება სკოლის ბიუგეჯეტიდან რაოდენობა გადახდილ იქნება მშობლების მიერ სულ
1.მაგნიტოფონი, ელექტროენერგიის ხარჯი.
2.ციფრული ფოტოაპარატი
+
+
საკანცელარიო ხარჯები
1.თაბახის ფურცლები
2.ბუშტები
3.ტანსაცმლის ხარჯები
4.“პინგვინების„‘საჩუქრები, ტკბილეულობა
100
20
14
3ლარი
2ლარი
65ლარი

70ლარი

რესურსები: სცენარი, დამხმარე ლიტერატურა,დეკორაციები....
საგნებთან კავშირი: ქართული ენა,ხელოვნება, ინგლისური, მუსიკა.
პროექტის მიმდინარეობა: 1.ქართული ენის გაკვეთილებზე როცა შევისწავლეთ დ.ბისეტის „პაწაწინა პინგვინი“, აღმოჩნდა, რომ პინგვინების შესახებ მწირი ინფორმაცია გვქონდა.შევთავაზე მოსწავლეებს იდეა შეგვესწავლა- სად და როგორ ცხოვრობენ პინგვინები?
2.მოსწავლეების მიერ კლასის საათზე მოხდა პროექტ-ინიციატივის განხილვა და პოზიტიური შეთანხმება.

3.შევადგინეთ პროექტის გეგმა-მონახაზი და დავიწყეთ პროექტის განხორციელება.
4.მოსწავლეებს მოჰქონდათ წიგნებში მოძიებული ინფორმაცია პინგვინების შესახებ(როგორც სამეცნიერო, ისე მხატვრული) და აცნობდნენ ერთმანეთს. კერძოდ ინფორმაციები მოგვაწოდეს: მ.ხარაზისვილმა, ლ.დათაშვილმა, ა.რაქვიაშვილმა, გ. ხანდამიშვილმა. მეც მათთან ერთად ვმუშაობდი ასევე მონიტორინგს ვუწევდი მათ საქმიანობას,ვაძლევდი რჩევებს.
5.ასევე მოჰქონდათ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია.
6.ვიმუშავეთ სცენარზე,მოვიფიქრეთ დამატებითი პერსონჟები,გადავანაწილეთ როლები, დავიწყეთ როლების დამუშავება,დახვეწა,გავმართეთ რეპეტიციები. მუსიკალური გაფორმებისათვის მოვიწვიეთ მეათე კლასის მოსწავლე ქეთი ჩომახაშვილი.
6.სპექტაკლზემუშაობის პროცესში ხდებოდა შუალედური მონიტორინგი.სასარგებლო რჩევები მოგვცეს ლ.ნაცვლიშვილმა და მშობელმა ნ.მოსულუშვილმა.
7.ვიფიქრეთ მოქმედ პირთა ჩაცმულობაზე. სავარაუდო ჩაცმულობის მონახაზები მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინდივიდუალურად. პრეზენტაციაზე შევჯერდით და გადავწყვიტეთ ვის რა უნდა სცმოდა.
8.მოხდა მშობლებთან შეხვედრა.მათ გავაცანით ჩვენი შეხედულებები ჩაცმულობის სესახებ. მათგან მივიღეთ მხარდაჭერა დახმარება. მშობლები შეგვითანხმდნენ, რომ იზრუნებდნენ როგორც ჩაცმულობაზე, ასევე დეკორაციებზე და საჩუქრებზე და ყოველივეს საჭირო თანხით დააფინანსებდნენ.
9.20-21 დეკემბერს მშობლების და მოსწავლეების ერთობლივი მონაწილეობით მოხდა სცენის მოწყობა.
10.24 დეკემბერს მშობლებისა მასწავლებლების წინაშე წარვადგინეთ სპექტაკლი „რომ ამქვეყნად მხოლოდ პინგვინეთია“.სპექტაკლი ჩაწერილი იქნა სკოლის ციფრული აპარატით.
11.სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა,რაზეც მიუთითებს შეფასებები და გამოხმაურებები. პროექტის შესახებ შეფასებები წარმოადგინეს როგორც მოსწავლეებმა, ასევე მასწავლებლებმა და მშობლებმა. მონიტორინგის ჯგუფმა წარმოგვდგინა საბოლოო შეფასება.
პროექტის ხელმძღვანელი: ხ. ბაწელაშვილი
ხელნძღვანელის ელფოსტა:xatuna.bawelashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი: http:// xatunabawelashvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment