Thursday, March 28, 2013

დიდი თამარი

1. პროექტის დასახელება დიდი თამარი
2. პროექტის აქტუალობა: 1. ვიცნობდეთ ჩვენს ისტორიას , დიდ წინაპარს.
2. პასუხისმგებლობის, კომუნიკაციის, ცოდნის
მოძიების, პრეზენტაციის, შემოქმედებითი უნა-
რების განვითარება.
3. მიზანი: ცოდნის გაღრმავება. გზეთის გამოშვება.
4.მონაწილეთა ასაკი: 8-9 წელი
5.ვადები/ხანგრღლივობა: 18.II-1.III
6.ამოცანები: 1.თამარ მეფის შესხებ (ისტორიული ხასიათის) ინ-
ფორმაციის მოძიება.
2.ლიტერატურული ნაწარმოების მოძიება თამარ
მეფის შესხებ.
3.კედლის გაზეთის გამოშვება.
4.კედლის გაზეთის პრეზენტაცია.
7.განხორციელების გზები: 1. თამარის შესხებ მოძიებული ისტორიული
ხასიათის ინფორმაციის გაცნობა ქართული ენის
გაკვათილებზე საგაკვეთილო მასალასთან (ი.
გოგებაშვილის „თამარ მეფე“, „რუქნადინის
დამარცხება“,“დავით აღმაშენებელი“, ლ. სანი-
კიძის „თამარი“) კავშირში
2.თამარის შესხებ მოძიებული ლიტერატურული
მასალის გაცნობა (გაკვეთილებზე და შინ)
3.მოგროვილი მასალის შერჩევა კედლის გაზე-
თისათვის.
4.კედლის გაზეთის შექმნაზე ზრუნვა მთელი
კლასის მიერ (ტექსტების ჩაწერა, სახელის შერ-
ჩევა, გაფორმება)
8. მოსალოდნელი შედეგი: ეცოდინებათ უფრო მეტი თამარის შესახებ.
შეძლებენ კედლის გაზეთის გამოძშვებას და
პრეზენტაციას.
9. პროექტის შეფასაბა და მონიტორინგის ჯგუფი:
თვითშეფასება ლ. ნაცვლიშვილი (სასწავლო ნაწილი)
ნ. არსენაშვილი (მასწავლებელი)
ხ.ბაწელაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი)
10.რესურსები: ქართული ენა- IIIკლასი ნ. მაღლაკელიძე
ც. ყურაშვილი
ე. მაღლაკელიძე
ი. გოგებაშვილის „საგანძური“ ლ. ასათიანის „რჩეული“
რ. მეტრეველი „თამარი“ ლ. სანიკიძე „წიგნი მოწამეთა“
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია 4ტ. ფორმატი,
თაბახის ფურცლები.
11. . საგნებთან კავშირი: ქართული ენა ; ხელოვნება
12.პროექტის მიმდინარეობა: ქართული ენის გაკვეთილზე თამარ მეფის
შესხებ მოცემული ტექსტების შესწავლის დროს, შევთავაზე
მოსწავლეებს, რომ ამ თემაზე პროექტის სახით.
მოგვეძიებინა ისტორიული ხასიათის მასალა თამარ
მეფეზე, ასევე .ლიტერატურული ნაწარმოებები.
გავცნობოდით მათ, მოგროვილი მასალის საფუძველზე
გამოგვეშვა კედლის გაზეთი. მოსწავლეებმა მიიღეს
ინიციატივა. დავგეგმეთ აქტივობები, რომლებიც დაგ-
ვეხმარებოდა მიზნის მიღწევაში დაშევუდექით საქმეს.
მოსწავლეებმა მოიძიეს ძალიან საინტერესო მასა-
ლები თამარის შესახებ, რომლებსაც ვეცნობოდით ქართუ-
ლი ენის გაკვეთილზე შესწავლილ მასალასთან კავშირში.
ვახდენდით ინფორმაციის დამუშავებას, ვსაუბრობდით,
ვმსჯელობით, შევასრულეთ წერითი სახის სამუშაოები -
„წერილი თამარ მეფეს“ და „გვინდა ვიცოდეთ“... ბოლოს
შეგროვილი კედლის გაზეთის სახით გამოვუშვით.
დავგეგმეთ კედლის გაზეთის პრეზენტაცია . მოვემზადეთ
ამ პრეზენტაციისათვის. მოვიეთ პედაგოგები: ლ. ნაცვლიშ-
ვილი ნ. არსენაშვილი, ლ. რუაძე. პრეზენტაციაში
მონაწილეობა მიიღო ყველა მოსწავლემ. მათ სტუმრებს
გააცნეს გაზეთში მოთავსებული ინფორმაციის შესახებ.
პრეზენტაციაზე მასწავლებელმა ნ. არსენაშვილმა შეაფასა
მოსწავლეთა ნამუშევარი და კვლავ მოგვაწოდა დამატე-
ბითი ინფორმაცია თამარ მეფეზე, როგორც წმინდანზე.
საკუთარი შეფასებები გაგვაცნეს ლ. ნაცვლიშ-
ვილიმა და ლ. რუაძემ.
პროექტის დასასრულს მოასწავლეებმა გამოთქვეს
საკუთარი შეფასებები. პროექტის მიმდინარეობის შესახებ.
აღნიშნეს რომ კმაყოფილები არიან პროექტით. მეტი ცოდნა
შეიძინეს და რომ ძალიან მოეწონათ კედლის გაზეთზე მუშა
ობა. გამოთქვეს დიდი სურვილი ვარძიაში ექსკურსიაზე
წასვლის.
მონიტორინგის ჯგუფმა დადებითი შეფასება მისცა
პროექტის მუშაობას. კედლის გაზეთის პრეზენტაციის
ვიდეო გადაღებული იქნა ციფრული ფოტოაპარატით.
13. პროექტის ხელმძღვანელი ხ. ბაწელაშვილი
14. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა xatuna.bawelashvili@gmail.com
15. ვებ-გვერდი: www.xatunabawelashvili.blogspot.com




.

No comments:

Post a Comment