Friday, July 5, 2013

კარგი კითხვა

1.პროექტის დასახელება:       როგორ  ვისწავლო  კარგი  კითხვა?

2.პროექტის აქტუალობა:       კითხვის ტექნიკის დაბალი დონე.
3.მიზანი:                                   1.კითხვის  ტექნიკის  დახვეწა
                                                    2.სხვადასხვა  უნარების  განვითარება.
4.მონაწილეთა ასაკი:               8-9 წ.
5.ვადები:                                    სექტემბერი- ივნისი
6.ამოცანები:                              1.კონკურსის გამოცხადება-ვინ უფრო ბევრს?        წაიკითხავს?
                                                      2.მოსწავლეთა ჩართვა სოფლის და სკოლის
                                                       ბიბლიოთეკაში.
                                                     3.წაკითხული  ნაწარმოებების  სიის  შედგენა.
                                                      4.მონიტორინგის ჯგუფის შექმნა.
                                                      5.მშობელთა დაინტერესება შვილების კითხვის
                                                       პროცესით.
                                                      6.გამარჯვებულის გამოვლენა.
                                                      7.ჯილდოს დამზადება მოსწავლეების მიერ.
                                                       8.გამარჯვებულის დაჯილდოვება.
განხორციელების გზები:          1.მოსწავლეთა შექება-წახალისება, კონტროლი.
                                                       2.სკოლის და სოფლის ბიბლიოთეკარებისაგან
                                                        ინფორმაციის მიღება იმის შესახებ თუ რომელი  
                                                        მოსწავლეები არიანაქტიურად ჩაბმულები  კითხვის
                                                        პროცესებში.
                                                      3.მონიტორინგის ჯგუფის მიერ შემოწმება- ვინ კითხუ-
                                                       ლობს, რას კითხულობს,, მართლა კითხულობს?
                                                         მოწონებული ნაწარმოების პრეზენტაცია და რჩევა-
                                                        სხვებმაც წაიკითხონ.
                                                      4. რჩევა მშობლებს.
                                                       5.გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოვება.
8.მოსალოდნელი შედეგი   :      მოსწავლეები დახვეწენ კითხვის ტექნიკას. 
9.შეფასება და თვითშეფასება:    მონიტორინგის ჯგუფის შექმნა (მასწავლებელი+   
                                                          ყველა
                                                           დანარჩენი მოსწავლე პრეზენტატორის გარდა.)
10.რესურსები:                                სკოლის, სოფლის და საოჯახო ბიბლიოთეკაში
                                                           არსებული წიგნები.
11.საგნებთან კავშირი:                   ქართული ენა,   ხელოვნება,მუსიკა...
12. პროექტის მიმდინარეობა:         შარშან ამ პროექტმა გაამართლა. ზაფხულის
 განმავლობაში  მოსწავლეთა  უმრავლესობა კითხულობდა  წიგნებს..მათ შორის გამარჯვებულები  აღმოჩნდნენ  ს.მოსულიშვილი,  მ.ხარაზიშვილი, გ.ჯაშიაშვილი, ა.რაქვიაშვილი.( მათ საჩუქრები დაიმსახურეს -ორიგინალური პასტები).  გადავწყვიტეთ,  წელსაც  გაგვეგრძელებინა  ეს  პროექტი. მოსწავლეებს  შევთავაზე  კონკურსი- ვინ  უფრო  ბევრს  წაიკითხავს?  მოსწავლეები ხალისით  შეხვდნენ  ამ  ინიციატივას. დაიწყეს  წაკითხული  ნაწარმოებების  და  წიგნების  სიის   შედგენა. ახდენდნენ  მოწონებული  ნაწარმოებების  პრეზენტაციას და  სხვებსაც  ურჩევდნენ მის  წაკითხვას.  მონიტორინგის  ჯგუფი  ამოწმებდა,  რას კითხულობდნენ  და როგორ  კით ხულობდნენ..  საერთოდ  კითხულობდნენ  თუ არა.  პერიოდულად  ვღებულობდით  ინფორმაციას  სკოლის,  სოფლის  ბიბლიოთეკებიდან , მშობლებიდან  ბავშვების   კითხვისადმი  ინტერესის  შესახებ.ივნისში   გამოვამჟღავნე თ  გამარჯვებულები:ს.მოსულიშვილი, გ.ჯაშიაშვილი- პირველი ადგილი,  მ.ხარაზიშვილი, ა.რაქვიაშვილი, გ.ხანდამიშვილი- მეორე  ადგილი. ყველა  დანარჩენი  -მესამე  ადგილი. გამარჯვებულებს თავზე  დავადგით ხელოვნების  გაკვეთილზე თავიანთი  ხელით  დამზადებული  „ოქროს“  და „ვერცხლის“ გვირგვინები.გამარჯვებულებმა  შეაფასეს  ამ  პროექტით  მიღებული  უნარები.
13.პროექტის ხელმძღვანელი: ხ. ბაწელაშვილი
14.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:xatuna.bawelashvili@gmail.com

15.ხელმძღვანელის  ვებ- გვერდი: http://xatunabawelashvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment